მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში კაცმა ძმა მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კაცმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ძმის მკვლელობაში ბრალდებული კი დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.