ქვეყნის სამსახურში

დღის ფოტო: თელავში აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს

სალომე ბარკერი

თელავში, ერეკლეს მოედანზე, სადაც მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქციას მართავს, ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს.

აქციის წამყვანმა, აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განმარტა, რომ ბარათის ერთი მხარე წითელია, მეორე მხარეს კი მოქალაქეებმა სახელი, გვარი და პროფესია უნდა ჩაწერონ, რის შემდეგაც ისინი ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან.

აქციის დასასრულს, ერეკლეს მოედანზე შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. გიგა მაქარაშვილის თქმით, ყოველი თვის 20 რიცხვში ისინი სხვადასხვა ქალაქში გამართავენ აქციას.

ამ დროისთვის აქცია თელავში დასრულებულია.

კომენტარები