რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ილგარ ნასიბოვს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ცოლი ბოლნისში 16 ოქტომბერს მოკლა - მან ქალი მანქანაში ჩაისვა, ტყეში გაიყვანა და ქამრით დაახრჩო.
ილგარ ნასიბოვისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა პროკურატურის მოთხოვნა იყო. დაცვის მხარე, აღკვეთის ღონისძიებად, 20 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა ბრალდებულის თქმით, მის ოჯახს თანხის გადახდა არ შეუძლია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.