სტივენ კინგის სახლი

სტივენ კინგის სახლში დარჩენა შესაძლებელი იქნება

სტივენ კინგის სახლში, რომელიც მეინის შტატის ქალაქ ბენგორში იმყოფება, მალე დარჩენა იქნება შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, ჰორორის ჟანრის მწერალმა და მისმა ცოლმა, ტაბიტამ, ბენგორის მერიისგან თანხმობა მიიღეს და ახლა სახლს არაკომერციულ ორგანიზაციად აქცევენ. სახლი სტივენ კინგის ნაწარმოებების ერთგვარ არქივად, ხოლო სტუმრებზე გათვლილი გვერდით მდგომი სახლი - მწერლებისთვის თავშესაფრად იქცევა. მსურველები წინასწარ ჩაეწერებიან და სახლში ერთდროულად მხოლოდ 5 ადამიანი შეძლებს გაჩერებას. 

სტივენ კინგი ბენგორში დროის მცირე ნაწილს ატარებს. აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ქალაქი იქცა მწერლის ნაწარმოებში "IT" არსებული  დასახლების "დერის" შექმნის ინსპირაციად. ბევრი წლის განმავლობაში ბენგორის სახლი, ძველი და საკმაოდ საშიში კარიბჭით, ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მოსანახულებელი ადგილი იყო. 

კომენტარები