სპორტი

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

espncdn.com

გამოცემა Forbes-მა ყოველწლიური სია Fab 40 გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის ფარგლებში სხვა სიებთან ერთად, წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ჩამონათვალსაც ქვეყნდება. სიის სათავეში წელს როჯერ ფედერერი აღმოჩნდა. 

რეიტინგი მხოლოდ არასპორტული გზით მიღებულ შემოსავალს ითვლის. ფინანსებს, რომელიც სპორტსმენებმა, როგორც ცალკე ბრენდებმა ისე მოიზიდეს. რეიტინგი სპორტსმენების მხოლოდ არასპორტულ შემოსავალს ითვალისწინებს. 

რეიტინგის სათავეში, ისტორიაში ყველაზე ტიტულავანი ჩოგბურთელი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერია. ფედერერის შემოსავალი თითქმის ორჯერ აღემატება მის შემდეგ მომავალი ტაიგერ ვუდსის შემოსავლებს.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. როჯერ ფედერერი — $62 მილიონი (ჩოგბურთი);
  2. ტაიგერ ვუდსი — $33 მილიონი (გოლფი); 
  3. კრიშტიანო რონალდუ — $29 მილიონი (ფეხბურთი);
  4. ლებრონ ჯეიმსი — $28 მილიონი (კალათბურთი);
  5. ლიონელ მესი — $20 მილიონი (ფეხბურთი); 
  6. სტეფან კარი — $17 მილიონი ( კალათბურთი);
  7. ნეიმარი — $15 მილიონი (ფეხბურთი);
  8. ფილ მიკელსონი — $15 მილიონი (გოლფი)
  9. ვირატ კოლი — $14 მილიონი (კრიკეტი);
  10. კონორ მაკგრეგორი — $12 მილიონი (UFC)

როგორც ხედავთ სიაში გოლფისტები, ფეხბურთელები და კალათბურთელები ლიდერობენ.

კომენტარები