სპორტი

10 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდი

funender.com

ბიზნესგამოცემა Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში წინა წლის მსგავსად კვლავაც Nike-ია. 

ამ რეიტინგის ფარგლებში გამოცემა ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ბრენდებთან ერთად, ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ღონისძიებებს, ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენების, ყველაზე შემოსავლიან სპორტულ კლუბებს და ყველაზე შემოსავლიან სპორტულ ტურნირებს ასახელებს.

რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდების სიის დებიუტანტია გერმანული პუმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მძიმე ფინანსურ კრიზისში იყო. სიაში აღმოჩნა, რამდენიმე წლის გაკოტრების პირას მყოფი Under Armour-იც, რომლის საბაზრო ღირებულებაც დღეისთვის 3 მილიარდ დოლარს აღემატება.

ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. Nike — $36,8 მილიარდი;
  2. ESPN — $13,1 მილიარდი;
  3. Adidas — $11,2 მილიარდი;
  4. Gatorade — $6,7 მილიარდი;
  5. Sky Sports — 4,4 მილიარდი;
  6. Puma — $4 მილიარდი;
  7. Under Armour — $3,5 მილიარდი;
  8. UFC — $2,4 მილიარდი
  9. YES Network — $2,4 მილიარდი;
  10. Reebok — $1,5 მილიარდი; 

ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ღონისძიება წინა წლის მსგავსად წელსაც Superbowl-ი გახდა.

კომენტარები