ნარკოტიკების შემოტანა

შსს: აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დავაკავეთ, რომელსაც 60 შეკვრა მეტადონი შემოჰქონდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე  - 1968 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პოლიციამ, ი.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები