ტაილანდი

ტაილანდში ერთმანეთის გადარჩენის მცდელობის დროს ექვსი სპილო მოკვდა

KHAO YAI NATIONAL PARK

ტაილანდში ერთმანეთის გადარჩენის მცდელობისას 6 სპილო მოკვდა.  

ინციდენტი ხაო იაის ნაკრძალში მაშინ მოხდა, როდესაც სპილოები 3 წლის სპლიყვის ჩანჩქერიდან ამოყვანას ცდილობდნენ. სპილოებმა უკან ამოსვლა ვერ შეძლეს, ექვსივე მათგანი ჩანჩქერში დაიხრჩო.   


ფოტო: Thailand DNP

ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა 2 სპილოს გადარჩენა შეძლეს, რომლებიც ჩანჩქერთან ახლოს, კლდეზე იყვნენ. მათგან ერთ-ერთი ჩანჩქერში ჩავარდნილი სპლიყვის დედაა.  

სპეციალისტების თქმით, ინციდენტმა, შესაძლოა, ეროვნულ პარკში მცხოვრებ სხვა სპლიყვებს ემოციური ტრავმა მიაყენოს. ასევე, მარტო დარცენილ სპილოებს საკვების მოპოვება და თავდაცვა გაუჭირდებათ.  

ტაილანდში, დაახლოებით, 7 000 აზიური სპილო ცხოვრობს. მათგან ნახევარზე მეტი ტყვეობაშია.

კომენტარები