The Batman

რობერტ პატინსონი: საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ მივიღე ბეტმენის როლი

Variety.com

რობერტ პატინსონმა გამოცემა Esquire-თან ბეტმენის როლის შესახებ ისაუბრა.

წლის დასაწყისში დადასტურდა, რომ The Batman-ში, რომელიც 2021 წელს გამოვა, მსახიობი პოპულარული სუპერგმირის როლს შეასრულებს.

"ეს ცოტათი სიგიჟეა. მე საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ეს მართლა შეიძლება მომხდარიყო. საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ მივიღე როლი", - თქვა რობერტ პატინსონმა.

რობერტ პატინსონი განსაკუთრებით ცნობილი Twilight-ში ედვარდ კალენის როლის შესრულების შემდეგ გახდა.

გადაწყვეტილებას, რომ პატინსონი ბეტმენის როლს შეასრულებდა, DC-ის კომიქსების ფანების ნაწილში უკმაყოფილება მოყვა, რასაც მაშინ ფილმის პროდუსერმა მაიკლ უსლანმა უპასუხა.

"ენდეთ ფილმის შემქმნელებს და მიეცით საშუალება ფილმის შემქმნელების ხედვებს, რომ თქვენი ეჭვები სასარგებლოდ შემოატრიალონ", - თქვა მაიკლ უსლანმა.

The Batman კინოთეატრებში 2021 წლის 25 ივნისს გამოვა.

კომენტარები