ტაქსების რეგულაცია

1-ლ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმისგან გათავისუფლდებიან

თეთრი ტაქსები
flickr.com

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტი ერთჯერად ამნისტიის აქტს გამოსცემს და 1-ლ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები 200 ლარიანი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი მომავალ კვირაში დაინიცირდება.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა იკრძალდება, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია. 

ევროპული საქართველო ტაქსების რეგულაციების გაუქმებას ითხოვს და ამბობენ, რომ ამ საკითხს, როგორც საკრებულოში ასევე პარლამენტშიც დააყენებენ. პარტიის წევრების თქმით, ამ რეგულაციებს მხოლოდ უარყოფითი შედეგები აქვს, მათ შორის ადამიანების გაღარიბება, ტაქსის მომსახურების გაძვირება და ქალაქში ტაქსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება.

კომენტარები