Chanel

CHANEL-ის ჩვენებაზე ქალმა თვითნებურად გაიარა, ჯიჯი ჰადიდმა კი ის ადგილიდან გაიყვანა

ფრანგმა კომიკოსმა ქალმა, მარიე ბონოლიელმა Chanel-ის ჩვენებაზე თვითნებურად გაიარა, ტოპ მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა კი ის ადგილიდან გაიყვანა.

ფრანგული მოდის სახლის ჩვენება დღეს შედგა და ეს პირველი კოლექციის წარდგენა იყო ვირჯინია ვიარდისთვის, რომელიც კრეატიულ დირექტორად კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.

ჩვენებაზე შეპარულ მარიე ბონოლიელს Chanel-ის სტილში ეცვა, მოდელების რიგში დადიოდა და ამიტომ ხალხმა ის ვერ შენიშნა. თუმცა, ის ჯიჯი ჰადიდმა დაინახა, მასთან მივიდა და ადგილი დაატოვებინა.

მარიე ბონოლიელი ფრანგი კომიკოსია, რომელსაც იუთუბზე 227 000 გამომწერი ჰყავს.

კომენტარები