პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ვოლსკი: სისულელეს ლაპარაკობს ბესელია, პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად იბრძვის

სისულელეს ლაპარაკობს ეკა ბესელია. ჯერ სისულელეა პირველი და მეორე, ლოგიკურადაც საიდან შეიძლება, რომელი ასპექტიდან შეიძლება ეს თემა იყოს კომპეტენტურად ნათქვამი ქალბატონი ეკა ბესელიას მიმართ. ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის ეს უნამუსობა. ასე ვთქვათ, ძალიან კარგად იცის ვინ აკეთებდა ამას. შემაძრწუნებელია როდესაც ადამიანი აი ასეთ ნაბიჯს დგამს და ასეთ განცხადებებს აკეთებს. იბრძვის პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად. 

ამბობს უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი. დეპუტატმა ეკა ბესელიამ თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, მათ შორის, ვისაც აშანტაჟებენ, უმრავლესობის წევრებიც არიან და ამის შესახებ მათ თავად უთხრეს.

კომენტარები