დემი მური

დემი მური: კაცი, რომელმაც ბავშვობაში გამაუპატიურა, მეუბნებოდა რომ ამაში დედამ $500 აიღო

23 სექტემბერს დემი მურმა მემუარები "Inside Out" გამოსცა, სადაც ის თავისი განვლილი გზისა და იმ უსიამოვნებების შესახებ ყვება, რომელიც მის ცხოვრებაში ბავშვობიდან დაიწყო.

56 წლის მსახიობმა მემუარების თავის სამ შვილსა და დედამისს მიუძღვნა.

დემი მური წიგნში მისი მშობლების ალკოჰოლიზმის და დედამისის მიერ სუიციდის მცდელობების შესახებაც წერს. ის ასევე იხსენებს, რომ მშობლების განშორების შემდეგ, თინეიჯერობის ასაკში დედას ბარებში დაყავდა, რათა "კაცებს შეემჩნიათ".

მსახიობი წიგნში წერს, რომ ერთ-ერთი ესეთი გასვლა მისი გაუპატიურებით დასრულდა. ის 15 წლის იყო. მოძალადემ კი მას უთხრა, რომ ამ ყველაფრისთვის დედამისს 500 დოლარი გადაუხადა.

დემი მური გადაცემაში Good Morning America-შიც იმყოფებოდა, სადაც მან მემუარების შესახებ ისაუბრა. წამყვანმა მას კითხა, დაიჯერა თუ არა მაშინ, რომ დედამისმა 500 დოლარად "გაყიდა".

"ვფიქრობ, ღრმად ჩემს გულში, არ დამიჯერებია. არ მგონია, რომ ეს პირდაპირი ტრანზაქცია იყო. თუმცა, მან [დედამ] მისცა იმ კაცს ამის საშუალება და მე ზიანი მომაყენა", - თქვა დემი მურმა.

კომენტარები