ბარაკ ობამა

ბარაკ ობამას თქმით, სწორედ ასე უნდა მიხვდე, რომ "ის ერთადერთი" იპოვე

posta

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დენ პფაიფერმა, თავის წიგნში "Yes We (Still) Can" მოყვა, თუ როგორი რჩევა მისცა მას ობამამ, 2015 წელს, როდესაც გაიგო რომ პფაიფერი თავის, მეგობარ გოგოსთან - ჰოლი ლედბეტერთან, საცხოვრებლად გადადიოდა. 

"ანუ თქვენ ერთად გადადიხართ საცხოვრებლად და ის "ის ერთადერთია"?" ჰკითხა მას ობამამ. როდესაც პფაიფერმა უპასუხა, რომ სწორედ ასეა, ყოფილმა პრეზიდენტმა მას რჩევა გაუზიარა და უთხრა, რომ საკუთარ თავს, მეორე ნახევრის შესახებ სამი კითხვა უნდა დაუსვა.

"არის თუ არა ის შენთვის საინტერესო? მასთან ერთად ხომ ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი უნდა გაატარო ამიტომაც დარწმუნებული უნდა იყო, რომ გინდა სხვადასხვა რაღაცების შესახებ მისი აზრის მოსმენა" თქვა ობამამ. მეორე კითხვა ასე ჟღერს: "შეუძლია თუ არა მას შენი გაცინება?" 

შემდეგ, კი ყოფილი პრეზიდენტი ბავშვების თემასაც შეეხო:

"არ ვიცი გინდა თუ არა ბავშვების ყოლა, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ის კარგი დედა იქნება? ცხოვრება გრძელია ეს კი ყველაზე ფასეული რაღაცებია!" თქვა ობამამ.

საბედნიეროდ, პფაიფერმა ყველა კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა: "ჰოლი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მას ჩემზე გაცილებით კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ფენომენალური დედა იქნება!"

"ესეიგი მართლა "ის ერთადერთია", გაგიმართლა!" უპასუხა მას ობამამ. 

პფაიფერი და ლედბეტერი 2016 წელს დაქორწინდნენ და ეს ობამას ადმინისტრაციის ერთადერთი ბედნიერი წყვილი არ არის. ობამა კი, პფაიფერის თქმით, ყოველთვის ამაყობდა იმ ურთიერთობებით, რომელიც მის ოფისში ყალიბდებოდა. 

2018 წელს ბარაკ და მიშელ ობამების ქორწინების 25 წლის იუბილე იყო. გრძელვადიანი და ბედნიერი ურთიერთობის აღსანიშნავად, მიშელ ობამამაც, ერთ-ერთ ინტერვიუში საზოგადოებას რჩევა მისცა:

"მე აღმოვაჩინე, რომ მარტივ რაღაცეებზე არ უნდა ინერვიულო. ერთად გამოვლილი მხიარულება, რთული წლები, გამოწვევები, რომლებსაც შევჯახებივართ, ორი არაჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც ვზრდით - მე სულ ვაცდი, რომ მეათასედ მოყვეს  ერთი და იგივე ხუმრობა და ჩვენგან მეათასეჯერ ელოდოს სიცილს, თითქოს ეს ამბავი პირველად მოვისმინეთ ან მაგალითად,  დატოვოს წინდები იატაკზე..." 

კომენტარები