ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან და რუსთავიდან 200-ზე მეტი გამოძახება შევიდა.
ქარმა როგორც თბილისში, ისე რუსთავში მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები. ასევე, ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი.
საგანგებო სიტყაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქარმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხე წააქცია, რომელიც 2 კაცს დაეცა. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
რუსთავში მაშველები გზებს წაქცეული ხეებისგან ასუფთავებენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ქარი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.