NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აშშ-ირანი-საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი: ყოველგვარი კითხვის გარეშე, თავდასხმის სპონსორი ირანია

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019 - 20:01
tbl.ge/40tr
დაკოპირდა

18 სექტემბერს საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ყოველგვარი კითხვის გარეშე, ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის სპონსორი ირანი იყო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანს თავდამსხმელად იემენის წარმოჩენა სურდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ნავთობის ობიექტებს ჩრდილოეთიდან დაესხნენ თავს, რაც იემენის მონაწილეობას გამორიცხავს. 

საუდის არაბეთში თავდასხმის დროს გამოყენებული დრონების და რაკეტების ნაწილები აღადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ირანში იყო დამზადებული.

თავდასხმაში 18 ამგვარი დრონი და 7 საკრუიზო რაკეტა გამოიყენეს. 

ალ-მალიკიმ ვიდეოც აჩვენა, სადაც დრონების ჩრდილოეთიდან სამხრეთ მიმართულებით გადაადგილება ჩანს - "ახლა ვმუშაობთ, რომ ეს ინფორმაცია გაეროს ექსპერტებს გადავცეთ".

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან სამხრეთით იყო მიმართული იემენიდან წამოსული თავდასხმის შესაჩერებლად.

სიტუაციის შესასწავლად საუდის არაბეთში ფრანგი ექსპერტები გაემგზავრნენ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საპასუხო გეგმის მომზადება დაავალეს, თუმცა თეთრი სახლი საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედონ. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა.

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

 

საუდის არაბეთიირანიაშშნავთობის ობიექტებზე ტავდასხმააშშ-ირანი-საუდის არაბეთი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019 - 12:57აშშ და საუდის არაბეთი ირწმუნებიან, რომ ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა ირანიდან მოხდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში