გაერთიანებული სამეფო - საუდის არაბეთი

გაერთიანებული სამეფო საუდის არაბეთზე თავდასხმისთვის კოლექტიური რეაგირების მომხრეა

ბორის ჯონსონი
Reuters

გაერთიანებულ სამეფო საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტზე თავდასხმისთვის კოლექტიური რეაგირება სურს.

ბორის ჯონსონმა საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს უთხრა, რომ ნავთობის ობიექტებზე თავდასხმისთვის კოლექტიური რეაგირება უნდა მოეხდინათ - "პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა კოლექტიური რეაგირების მნიშვნელობა".

ჯონსონმა პრინცს მოუწოდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა გაეგრძელებინა.

"პრემიერმინისტრმა ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს სახელით დაგმო თავდასხმა და პრინცს უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფო საუდის არაბეთის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის უსაფრთხოებას," - აღნიშნა სპიკერმა.

გასულ კვირას საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა არა მათ მიერ კონტროლირებადი, საუდის არაბეთიდან სამხრეთ-დასავლეთი მდებარე ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, ერაყის ან ირანის ტერიტორიიდან მოხდა.

the New York Times-თან ABC-სთან and Reuters-თან საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, რომ თავდასხმის მასშტაბები ჰუსიტების მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"საუდის არაბეთის ნავთობის მარაგს დაესხნენ თავს. გვაქვს საბაბი ვიფიქროთ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე, ბრძოლისათვის მზად ვართ, ველოდებით დადასტურებას. ველოდებით ინფორმაციას სამეფოსაგან, ვინ მიაჩნიათ რომ დგას თავდასხმის უკან და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ!"

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები