ხელფასები საქართველოში

საქსტატის მიხედვით საშუალო ხელფასი საქართველოში 1 179 ლარია

საქსტატმა, 2019 წლის მეორე კვარტლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი საქართველოში 76 ლარით გაიზარდა და 1 179 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კაცების ხელფასი 85 ლარით გაიზარდა და 1 419 ლარი შეადგინა, უფრო ნაკლებით, 69 ლარით გაიზარდა ქალების საშუალო ხელფასი და 913 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასები ეკონომიკის მოცემულ სექტორებში დაფიქსირდა:

  • • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა - -0.4 პროცენტი);
  • • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა - 6.0 პროცენტი);
  • • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა - 5.6 პროცენტი).

საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე დაახლოებით 13%-ია, ამავდროულად რეალური ყოველთვიური ხელფასი ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს არ გააჩნია. სტატისტიკა დასაქმებულად მიიჩნევს, სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ.

კომენტარები