ნარკოდანაშაული

შსს: გორის სოფელ ხურვალეთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დავაკავეთ

 

შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
 
"სამართალდამცველებმა ზ.კ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე,  ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი  ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო."

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები