ლედი გაგა

როგორ შეცვალა მაკიაჟმა ლედი გაგას ცხოვრება

Allure

ლედი გაგა ჟურნალ Allure-ის ყდაზე გამოჩნდა და ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა მაკიაჟმა მთელი მისი ცხოვრება.

"არასდროს მიგრძვნია რომ ლამაზი ვარ და ახლაც არის დღეები, როდესაც ვგრძნობ რომ ლამაზი არ ვარ. ასეთ დროს მთელი ის დაუცველობის შეგრძნება მავსებს, რომელიც ბავშვობაში ბულინგის შემდეგ დამრჩა. ამ დროს მაკიაჟს ვისვამ სახეზე და თავს სუპერგმირად ვგრძნობ. ის ფრთებს მასხამს რომ ვიფრინო."


ფოტო: Allure

მომღერალმა იმზეც ისაუბრა, როგორ ეხმარება მაკიაჟი და სტილი, სცენაზე "ლედი გაგას"  როლში რომ წარდგეს. 

"სარა (ლედი გაგას ვიზაჟისტი) იატაკიდან მფხეკს ხოლმე, ცრემლებს მიწმენდს და მეუბნება: "ახლა შენს სახეს დაგიბრუნებ" თუ მაკიაჟის წასმის დროს ვტირი, ბოდიშს ვიხდი ის კი მამშვიდებს. სარა მაკიაჟს მისვამს ფრედი კი თმას მისწორებს, შემდეგ კი ერთად მეუბნებიან:"შეხედე საკუთარ თავს! აი ლედი გაგა! ამას შეძლებ, მიდი!" და მეც სცენაზე გავდივარ და იმ წამსვე, როდესაც სინათლე მეცემა, ბამ, და თამაშში ვარ. მაგრამ მათ გარეშე არაფერი გამომივა. სწორედ ესაა "გლამურის" ძალა. სარა ყველას არ ჰყავს მე კი გამიმართლა. ამას იმათთვის ვამბობ ვინც სახლშია და დახმარება სჭირდება. თუ მაკიაჟს იყენებენ, გამოიყენონ მაკიაჟი, ან თუ უნდათ ნუ გამოიყენებენ, სამაგიეროდ ამას წაიკითხავენ და მიხვდებიან "აი ეს ეხმარება ლეიდი გაგას რომ ყველაზე ცუდ დღეებშიც ბრწყინვალე იყოს. დღეს მეც მინდა ბრწყინვალედ გამოვიყურებოდე!"

კომენტარები