ინდოეთი

ინდოეთში 73 წლის ქალმა ტყუპი გოგოები გააჩინა

BBC

73 წლის ქალმა სამხრეთ ინდოეთში, ანდჰრა პრადეშის შტატში ტყუპი გოგოები ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა.

”დედა და ბავშვები კარგად არიან”,- თქვა ქალის ექიმმა უმა სანკარმა.

73 წლის მანგაიამა იარამატმა თქვა, რომ მას და მის მეუღლეს, რომელიც 82 წლისაა, ყოველთვის სურდათ შვილები, მაგრამ დაორსულება ამ ასაკამდე ვერ შეძლო.

”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ",- თქვა მისმა მეუღლემ სიტარამა რაჯარაომ, თუმცა მეორე დღეს ინსულტი განიცადა და ამჟამად ის საავადმყოფოში მკურნალობს.

"არაფერია ჩვენს ხელში. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ღმერთის ხელშია",- ასე უპასუხა რაჯარაომ კითხვაზე, თუ ვინ იზრუნებს ბავშვებზე იმ შემთხვევაში, თუ წყვილს მათი ასაკის გამო რაიმე დაემართებათ.

წყვილის თქმით, ისინი თავიანთ სოფელში თავს სტიგმატიზებულად გრძნობდნენ, ამიტომ მათთვის შვილების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

”ისინი უშვილოს მეძახდნენ, ბევრჯერ ვცადეთ, უამრავი ექიმი ვნახეთ, ახლა კი ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო",- თქვა ქალმა.

ქალმა ტყუპები საკეისრო კვეთით გააჩინა.

2016 წელს, 70 წელს გადაცილებულმა კიდევ ერთმა ინდოელმა ქალმა, დელჯინდერკურმა, ბიჭი გააჩინა.

კომენტარები