არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრივი გზით ცვლის სახელმწიფო წესრიგს და ეს იყო ზუსტად რაც მოხდა 20 ივნისის საღამოს, ამაზე სახელმწიფომ გასცა ლეგიტიმური პასუხი, შსს-ს პასუხისმგებლობა ცალსახად იყო, რომ დაეცვა სახელმწიფო წესრიგი, მათ ეს გააკეთეს. ძალიან სამწუხაროა, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები, ჟურნალისტები, მათ შორის 80 პოლიციელი. დაშავებულთა ნახევარი იყო პოლიციელი. გეუბნებით, რომ არც ერთი დემოკრატიული სახელწიფო არ მოითმენს იმას, რის მოთმენასაც ჩვენ გვთხოვდა ეს პოლიტიკური ჯგუფი, ჩვენ ამას არ მოვითმენთ და არც არავინ იფიქროს, რომ "გახარია წადის" ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება, ეს არ მოხდება.
tbl.ge/3zae
დაკოპირდა
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში "რეაქცია" ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ხუნდაძე 20 ივნისს დაკავებულზე: ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ წონის კლებით არ ფასდება
- გახარია: მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ
- გახარია: გადაუდებელი მოგერიებისას არც კანონი გვთხოვს და საშუალებაც არ იყო გაფრთხილების
- "ერთ რეზინის ტყვიას მე გესვრით, ერთი - თქვენ მესროლეთ" - ბობოხიძის შეთავაზება გახარიას
- გახარიამ ნადირაშვილს არალეტალური ტყვია მიუტანა, ხოლო ბობოხიძეს "ხულიგანი" უწოდა