El Camino: A Breaking Bad Movie

აარონ პოლი: BREAKING BAD-ის ფილმის სცენარის წაკითხვის შემდეგ ვერ ვლაპარაკობდი

აარონ პოლი
Breaking Bad

ნეტფლიქსის მიერ გადაღებული სერიალ Breaking Bad-ის ფილმი “El Camino” 11 ოქტომბერს გამოვა და მასში მთავარ კითხვას - რა მოუვიდა ჯესი პინკმენს? - პასუხი გაეცემა.

მანამდე კი, სერიალშიც და ფილმშიც ჯესი პინკმენის როლის შემსრულებელმა აარონ პოლმა ისაუბრა.

“ეს არის Breaking Bad-ის ის თავი, რომელიც არ ვიცოდი რომ მინდოდა. ახლა კი, როდესაც ის მაქვს, გახარებული ვარ რომ აქ არის”, - თქვა მსახიობმა.

ფილმის რეჟისორი, ისევე როგორც სერიალის ვინს გილიგანია. აარონ პოლმა გაიხსენა, როგორ დაურეკა მას გილიგანმა ორი წლის წინ და გეგმებზე ესაუბრა.

”საუბრის დასასრულისას მან ახსენა, რომ იდეა ჰქონდა და ჩემი აზრების გაგება უნდოდა. მე სწრაფად ვუთხარი ვინსს, რომ ცეცხლშიც კი გავყვებოდი”, - თქვა მსახიობმა.

აარონ პოლის თქმით, ის ფილმის სცენარის წაკითხვის შემდეგ ცოტა ხანი ხმას ვერ იღებდა.

”ვერ ვლაპარაკობდი 30, 60 წამის განმავლობაში. უბრალოდ დავიკარგე ჩემს ფიქრებში. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ვინსს უნდოდა ჩემი ამ თავგადასავალში წაყვანა”, - თქვა მსახიობმა.

ჯერჯერობით უცნობია, გამოჩნდება თუ არა ფილმში ვოლტერ ვაითი და სერიალში მისი როლის შემსრულებელი ბრაიან კრენსტონი.

კომენტარები