გურჯაანში, მდინარე ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. სააგენტოს ცნობით, მოზარდი სხვის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დინებამ წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.