როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მეკითხებიან, რამდენად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის, არჩევა და რამდენად არის დღესაც შეგუებული ამ ფაქტთან. ჩემი პასუხია, რომ სწორედ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ეს ფაქტი არ იყო გამონაკლისი ჩვენს ისტორიაში. ეს იყო არა რაღაც საზოგადოებაზე თავს მოხვეული, არამედ ძალიან ბუნებრივი და დღემდე, ყოველდღიურად, როდესაც სხვადასხვა რეგიონში დავდივარ, პირიქით არის, რომ ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ეს ფაქტი, რაც ზოგჯერ მაშინებს, იმდენად რაღაცნაირად იმედები არის შექმნილი იმის გამო, რომ ქალი ვარ და შეიძლება, ქალს მეტი შეუძლია ამ ძალიან რთულ ვითარებაში, რაც არის დღეს საქართველოში. ეს პასუხისმგებლობა, ზოგჯერ, საკმაოდ მძიმე სატარებელია
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: საზოგადოებამ დადებითად და იმედიანად მიიღო ქალი პრეზიდენტის არჩევის ფაქტი
tbl.ge/3z5u
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე "ქალთა როლი პოლიტიკაში“.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




