რომან გოცირიძე

გოცირიძე ბახტაძეზე: როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არ გეკითხებათ გადაყენებას

ის რეპრესიები, რაც განხორციელდა, დაჭერები, რუსთავი 2-ის დახურვა, ჯაფარიძის, ხაზარაძის, წერეთლის პოლიტიკური დევნა, ის რაც მოხდება მომავალში და აქ შემოიყვანენ ივანიშვილის მოსამსახურე ადამიანებს და სახელად დაერქმევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ მიზანს ემსახურება ფორმალური პრემიერმინისტრის, ბახტაძის, გადაყენებაც. ძალიან სასაცილოა მისი სიტყვები, "მე გადავდექი". თქვენ კი არ გადადექით, თქვენ გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს. თუ გამართლდა ჭორი და მართლაც გახარია დაინიშნა პრემიერმინისტრად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს უკვე მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ მამუკა ბახტაძის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა. ბახტაძემ პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 2 სექტემბერს, ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, შეცვლის.

კომენტარები