ყაჩაღობა

ზუგდიდში მოქალაქის დაყაჩაღებისთვის დაკავებულ ორ პირს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

shutterstock

ზუგდიდში ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი - ნ.გ. და დ.გ. დააკავეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ცხელ 
კვალზე დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს 
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით",- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ ოდიშში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოქალაქე დააყაჩაღეს, 770 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

კომენტარები