რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ზე: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო - ყველაფერი კარგად იქნება

ipress.ge

რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ხალვაში Facebook-ზე წერს, რომ არხში მიმდინარე საკადრო ცვლილებები "სიურპრიზი" არ იყო. 

"რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება"- წერს ხალვაში. 

20 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

ამის შემდეგ, რუსთავი 2 კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს. მათ განცხადება 9 საათიან კურიერში გააკეთეს და თქვეს, რომ ვერ იმუშავებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილის ხელშია. არხს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილიც ტოვებს.

 

 

კომენტარები