ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურის იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. რასაკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინებმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, ჩვენ ეკონომიკური რეფორმებით ვამყარებთ ეკონომიკურ განვითარებას, ვთვლით, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება.
ლარის კურსი
თურნავა: ნეგატიურმა მოლოდინებმა დაღი დაასვა ლარს, 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს
tbl.ge/3xqd
დაკოპირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ლარის კურსის შესახებ. თურნავას ამ კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან 3.12 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.89 თეთრით - 4 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან 1.63 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.25 თეთრით - 2 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი ევროსთან კიდევ 2.45 თეთრით გაუფასურდა, ოფიციალური კურსი 3.2155 ლარია
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 29 აპრილის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 23 აპრილის ვაჭრობის შედეგები




