რუსტავი ორის გაყიდვა

გოგუაძე: ხალვაშს არც სარჩელის შეტანას ეკითხებოდა ვინმე და არც გაყიდვას, R2 ივანიშვილისაა

ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ცინიკურად, დაუფარავად და ნიშნის მოგებით მოქმედებს. ქიბარ ხალვაში უკვე მეორე ხელისუფლების პერიოდში მეორეჯერ აღმოჩნდა იარაღი ხელისუფლების ხელში რუსთავი 2-ის წასართმევად. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ გაყიდის რუსთავი 2-ს, რასაკვირველია, მას არც სარჩელის შეტანას ეკითხებოდა ვინმე და არც გაყიდვას ეკითხება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში, რუსთავი 2 ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ფორმით და რა ფსევდონიმით გაიფორმებს ახლა რუსთავი 2-ის მფლობელობას.

თავისუფალი დემკრატების წევრინინო გოგუაძე ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე რუსთავი ორთან საუბრისას. რუსთავი ორის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დღეს თქვა, რომ რუსთავი ორს ყიდის.

კომენტარები