NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რეკლამა

® ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა Royal Swinkels Family-მ ქართული ლუდსახარში არგო-ს 40% შეიძინა

ორშაბათი, 5 აგვისტო, 2019 - 19:09
tbl.ge/3x3c
დაკოპირდა

2019 წლის 31 ივლისს Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში "არგოს" 40% იყიდა, რითაც ქართულ ბაზარზე თავიანთი წილი 15%-მდე გაზარდეს.

როიალ სვინკელსებმა ბრენდი ბავარიას წარმოების ლიცენზია პირველად საქართველოში 2016 წელს გასცა. ხოლო 2017 წლიდან, არგოსთან ერთად, მეორე ბრენდი, ჰოლანდიაც ჩაუშვა.

ახალი მთავარი ბაზარი

როიალ სვინკელების ლუდსახარშმა ამ გადაწყვეტილებით ბიზნესის ზრდის ახალი გეგმები დასახა. თუ აქამდე, ლუდის სხვადასხვა ბრენდის ექსპორტი ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან მათი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო, ახლა ოჯახს სურს, თავიანთი ზრდა ბაზარზე ლოკალური პროდუქციის წარმოებითაც დააჩქაროს. არგოს 40%-იანი წილის შესყიდვა ხაზს უსვამს მათ ხანგრძლივ ინტერესს - დარჩნენ საქართველოს ლუდსახარშ ბაზარზე და შესაძლოა, საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყნადაც კი იქცეს.

Peer Swinkles, Royal Swinkles Family Brewers-ის აღმასრულებელი დირექტორი: "ეს ჩვენი ზრდისთვის სასარგებლო ნაბიჯია. საქართველოს ბაზარი ჩვენი ბრენდებისთვის დიდი პოტენციალია. ტურიზმისა და ლუდის ბაზრის სისტემატური ზრდის გამო, ჩვენთვის აქაურობა საინტერესოა. ქვეყნის მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე კი საექსპორტოდ ხელსაყრელ გარემოს გვაძლევს. ამ წილის შესყიდვით ვადასტურებთ „არგოსთან“ წარმატებულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ურთიერთობებსა და კონტრაქტს.

"საქართველოში ლუდის ბაზარი მზარდი და დინამიურია. ჩვენი კოლაბორაცია Royal Swinkels Family-სთან, უფრო დიდი როლის თამაშის საშუალებას გვაძლევს ამ ბაზარზე", - ამბობს არგოს გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი.

არგოს შესახებ
კასტელის ლუდსახარშმა ქარხანამ არგოს წარმოება 1994 წელს დაიწყო. ახლა ლუდსახარშს "არგოს ლუდსახარში კომპანია"; ეწოდება და მისი პორტფოლიო ოთხ ბრენდს მოიცავს. ესენია: არგო, ჰერცოგი, ჰოლანდია და კონიგ პილცნერი. ლუდსახარშს 1 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოების საშუალება აქვს და ჰყავს 335 თანამშრომელი. Royal Swinkels Family Brewers-თან ერთად, არგოში თავიანთი წილი აქვთ ბატონ სულხანიშვილს და კოკა-კოლას.

Royal Swinkels Family Brewers-ის შესახებ
Royal Swinkels Family Brewers ჰოლდინგ კომპანია Royal Swinkels Family Brewers N.V. - ის წევრია. ეს 100%-ით დამოუკიდებელი, ოჯახური ბიზნესია. Swinkles ოჯახის 7 თაობა უძღვებოდა ბიზნესს, რომელიც დღესღეობით მოიცავს ლუდსახარშებს სხვადასხვა ლოკაციაზე: ნიდერლანდებში, ბელგიაში და ეთიოპიაში. ოჯახი ასევე თანამშრომლობს ლუდსახარშ De Koningshoeven in Berkel-Enschot-თან, ნიდერლანდებში.


ლუდსახარშებს ჯამურად შეუძლიათ 8 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდის და 856000 ჰექტოლიტრი გამაგრილებელი სასმელის წარმოება (2018 წლი მონაცემებით). ოჯახი, ასევე, ფლობს 2 ალაოს გადამამუშავებელ ქარხანას, რომელმაც 2018 წელს 336 000 ტონა ალაო აწარმოა. რაც შეეხება Cerex-ს, ის ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა ალაოს აწარმოებს.

2018 წელს ოჯახის ბიზნესის წევრი გახდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლუდის იმპორტიორი - Bier&cO. მსოფლიოში დაახლოებით 1800 დასაქმებულს 1 მიზანი აქვს - შესთავაზონ მომხმარებელს ყველა სიტუაციისთვის შესაფერისი ლუდი.

2019 წლის 27 მარტს ჰოლდინგმა მიიღო ტიტული "სამეფო";, ამის შემდეგ ისინი იწოდებიან, როგორც Royal Swinkels Family Brewers. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.swinkelsfamilybrewers.com

რეკლამაარგო

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:31სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
  • ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:28თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
  • ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:03დედების რჩეული ბრენდი Momcozy უკვე ჯპს-შია (რ)
  • ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 15:29STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
  • ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 14:55სუხიშვილები, "ცეკვაში თქმულნი" - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი (რ)

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 18:40

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:31

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:13

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:39

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:28

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕