NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში გაფიცვაა, პოლიციამ ცრემლსადნი გაზი გამოიყენა [VIDEO]

ორშაბათი, 5 აგვისტო, 2019 - 15:15
HKFP
tbl.ge/3x1x
დაკოპირდა
HKFP
HKFP

5 აგვისტოს აზიის ფინანსურ ცენტრში ჰონგ-კონგში გაფიცვა დაიწყო - დილიდან გაჩერებულია ტრანსპორტი, 230-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეჩერებულია არაერთი მაღაზიის, დაწესებულების, სანაპიროს მუშაობა და სხვ.

ქალაქის სხვადასხვა რაიონში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. 

Tweet

ქალაქში დროებით დახურულია ისეთი ცნობილი ფირმების მაღაზიები, როგორიცაა "H&M"; "Dior"; "Chanel"; "Apple". "გაიფიცეთ! მხარი დაუჭირეთ დასასრულს." - გაიძახიან მომიტინგეები სავაჭრო ცენტრებში.

გაფიცვამდე ერთი დღით ადრე ჰონგ-კონგის პროპეკინელმა ლიდერმა აკერი ლამმა განაცხადა, რომ აქციებს ქალაქი "ძალიან სახიფათო მდგომარების" პირას მიჰყავდა. 

მართალია, მომიტინგეები ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომას ითხოვენ, თუმცა ლამის თქმით, მთავრობამ კანონი და წესრიგი უნდა დაიცვას. "ეს არასამართლებრივი ქმედებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამოწვევაა და საფრთხეს უქმნის 'ერთი ქვეყანა - ორი სისტემის' მოდელს, ეს ჰონგ-კონგის სტაბილურობასა და კეთილდღეობას გაანადგურებს," - აღნიშნა ლამმა. 

ლამის განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში აქციები კვლავ განახლდა.

უკვე ორი თვეა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პროჩინელი მოძალადეთა ჯგუფიც დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს იწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ჰონგ-კონგიგაფიცვააქცია ჰონგ-კონგშიჩინეთი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მარნეულში მსვლელობისას ზოგიერთმა ალი ხამენეი, ირანელი გენერლები და ტერორისტები განადიდა
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:59

მარნეულში მსვლელობისას ზოგიერთმა ალი ხამენეი, ირანელი გენერლები და ტერორისტები განადიდა

წარვადგინეთ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის არქივების გახსნის კანონპროექტი - მადიარი
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:48

წარვადგინეთ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის არქივების გახსნის კანონპროექტი - მადიარი

ComCom-მა TV პირველი "ოლიგარქის", "სინდისის პატიმრების" გამოყენებისთვის დააჯარიმა
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:41

ComCom-მა TV პირველი "ოლიგარქის", "სინდისის პატიმრების" გამოყენებისთვის დააჯარიმა

დიაგნოზი, რაზეც ხოშტარიას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა, საგანგაშო მდგომარეობა ახლა არაა – სალია
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:40

დიაგნოზი, რაზეც ხოშტარიას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა, საგანგაშო მდგომარეობა ახლა არაა – სალია

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდით (რ)
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:19

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდით (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია, სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში