ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ცნობით, ზაზა ოქუაშვილი მისი ახალი არხის დაფინანსებას აპირებს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას ცნობით, ზაზა ოქუშვილი მისი ახალი არხის დაფინანსებას აპირებს.

"ფული მოდის ბევრი მხრიდან, მე ვმუშაობ ფანდრაიზინგზე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ფუფუნება, რომ მყავდეს ისეთი დამფინანსებელი, როგორიც მეორე შემთხვევაშია [დავით კეზერაშვილი], წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრად სწრაფად გავაკეთებდი ამ ყველაფერს. ვმუშაობ ბევრი მიმართულებით. ყველასთან დავილაპარაკებ, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით გაგრძელებული. სხვათა შორის, ზაზა ოქუაშვილს ნამდვილად ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას.

ყველა ადამიანს დაველაპარაკები, ვინც ებრძვის საქართველოში დიქტატურას და მივიღებ მათგან ფულს, გავაკეთებ საქვეყნო საქმეს, იმ საქმეს, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის წასვლა. მე არ მრცხვენია არავისთან ლაპარაკი, მიხეილ სააკაშვილთან მითუმეტეს. სააკაშვილის შეცდომები განსახილველია, მაგრამ მე ვთვლი, სააკაშვილი თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელია და მასთან ლაპარაკი სასირცხვილო ჩემთვის არ არის" - თქვა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე გადაცემაში "სირცხვილია".

ცნობისთვის, ზაზა ოქუაშვილმა გასულ წელს ტელეკომპანია "იბერია" დახურა და ქართული ოცნება დევნასა და რეკეტში დაადანაშაულა.

კომენტარები