მედია

Euronews-ი ქართულ ბაზარზე შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

1200 × 628Images may be subject to copyright. Find out more euronews media.info

1993 წელს საფრანგეთში დაარსებული ტელევიზია, Euronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყბეს. ლიონში ბაზირებული პანევროპული ტელევიზიისა და მედია პლატფორმის პარტნიორი საქართველოში კომპანია სილქნეტი იქნება.

ინფორმაცია გარიგების შესახებ დღეს დადასტურდა. დღესვე მოეწერა ხელი დამფუძნებელ მემორანდუმს, სილქნეტის მხრიდან ბორდის თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და Euronews-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხაელ პეტერსმა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ევროპული ტელევიზია გამოიყენებს ქართული ფრანშაიზის მიერ დამზადებულ ინფორმაციას და ასევე, მის წარმოებულ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების რედაქციის პროდუქტს. წინასწარი ინფორმაციით, ბალანსი ქართული და უცხოურ მედია კონტენტს შორის 80/20-ზე იქნება.

როგორც Euronews-ის დირექტორმა განაცხადა, მათი მხირდან უზრუნველყოფილი იქნება სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობა და სრული სარედაქციო თავისუფლება. ამ პროცესის აღსრულებაზე კი პასუხისმგებელი სარედაქციო საბჭო იქნება, რომელმაც უნდა განსაზღვროს არხის ძირითადი მიმართულებები.

წელს Euronews რამდენიმე ევროპული ქვეყნის ბაზარზე შევიდა, მათ შორის, სერბეთში და ალბანეთში. ამ დროისთვის ტელევიზია 14 ენაში მაუწყებლობს, მათ შორის აფრიკის კონტინენტზეც.

კომენტარები