ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი: ღარიბაშვილმა მითხრა, რომ 2016 წელს ჩემზე თავდასხმის უკან კალაძე იდგა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2016 წელს მან თბილისის ახლანდელმა მერმა, კახა კალაძემ, ესროლა. 

ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა და თქვა, რომ ეს მას ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა.

"2016 წელს, როდესაც მომთხოვეს, რომ რუსთავი 2-ზე უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, რომ გორში ვიღაც "ხამსამ" გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე არ ვიყავი, კახა კალაძე იყოო," - თქვა ოქრუაშვილმა. 

ირაკლი ოქრუაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. 2 ოქტომბერს გორში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მისი დაცვის ერთი წევრი და აქტივისტი დაშავდნენ. 

ოქრუაშვილზე თავდასხმის ფაქტზე 2017 წლის 22 ივნისს ვინმე ა.ი.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები