თბილისის მერია

კახა კალაძემ მრგვალი ბაღი თვალახვეული ახალგაზრდების პროტესტის ფონზე გახსნა

თბილისის მერმა, პრემიერმინისტრთან ერთად, განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ, თუმცა, პროტესტის ფონზე გახსნა.

თბილისის მერიის ორგანიზებული საზეიმო ღონისძიების პარალელურად, მრგვალ ბაღთან სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა. მათი თქმით, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს. აქტივისტები მრგვალ ბაღთან თვალზე ხელაფარებულები იდგნენ. მათ ნაწილს თვალზე სახვევები ეკეთათ წარწერით: "საქართველოს 20% ოკუპირებულია".

ღონისძიებას მერის მოადგილეები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სხვა წევრები დაესწრნენ. ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის დასაწყისში შექმნილი ხარვეზების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა და დედაქალაქს "კიდევ ერთი სრულად მოწესრიგებული" რეკრეაციული სივრცე შეემატა.

კომენტარები