NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თბილისის მერია

"რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია" - კახა კალაძემ მრგვალი ბაღი საზეიმოდ გახსნა

პარასკევი, 19 ივლისი, 2019 - 22:08
tbl.ge/3vfo
დაკოპირდა

თბილისის მერმა, პრემიერმინისტრთან ერთად, განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას მერის მოადგილეები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სხვა წევრები დაესწრნენ. ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის დასაწყისში შექმნილი ხარვეზების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა და დედაქალაქს "კიდევ ერთი სრულად მოწესრიგებული" რეკრეაციული სივრცე შეემატა.

"დღეს დასრულდა მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავიდან ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან კომპანიამ, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, მოგვიწია ახალი კომპანიის შემოყვანა. იყო გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან რეაბილიტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც სრულად გასაგებია ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველაფერი განახლებულია. აღდგენილია შადრევანი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. ასევე, მოწესრიგდა გარე განათების სისტემა და ბაღის ტერიტორია ახალი ნარგავებით გამწვანდა. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზეიმო ღონისძიების პარალელურად, მრგვალ ბაღთან სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა. მათი თქმით, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს. აქტივისტები მრგვალ ბაღთან თვალზე ხელაფარებულები იდგნენ. მათ ნაწილს თვალზე სახვევები ეკეთათ წარწერით: "საქართველოს 20% ოკუპირებულია".

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა; მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები; ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს - "პატარა უფლისწული", ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი; დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები; საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.

"დაიგო 1000 მ2 რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი" - აღნიშნავს მერია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს "გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტში ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, თბილსერვის ჯგუფი და ეკოსერვის ჯგუფი. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა.

თბილისის მერიამრგვალი ბაღი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 12:51კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
  • ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026 - 14:47ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
  • ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026 - 14:1827 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
  • ორშაბათი, 1 ივნისი, 2026 - 15:53კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე
  • ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026 - 11:51ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 21:56

სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა

ავლაბარში, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 21:18

ავლაბარში, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

 ირანთან მოლაპარაკებებისას ბეირუთზე თავდასხმის გამო ტრამპი ნეთანიაჰუზე განრისხდა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 20:29

ირანთან მოლაპარაკებებისას ბეირუთზე თავდასხმის გამო ტრამპი ნეთანიაჰუზე განრისხდა

15 ივნისს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა - ადმინისტრაცია
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 19:53

15 ივნისს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა - ადმინისტრაცია

ივანიშვილის თაოსნობით დაიწყო ზრუნვა შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე - კობახიძე
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 19:31

ივანიშვილის თაოსნობით დაიწყო ზრუნვა შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე - კობახიძე

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში