მთავრობამ უნდა გაიაზროს გადაწყვეტილება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ცალსახა, ისეთი, როგორიც მოეწონება მთავრობას. ჩვენი საზოგადოების და ჩვენი მთავრობის გამარჯვება იქნება ამ გადაწყვეტილებით ის, რომ ქვეყანაში არ დაირღვევა მედია პლურალისტული გარემო. ეს, ჩემი აზრით, იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ევროპის სასამართლო იმსჯელებს. ეს არის ადამიანის უფლებათა სასამართლო და, ბუნებრივია, ის ამოვა პრინციპებიდან, რომ რაიმე უფლება ადამიანის არ შეილახოს და, გარდა ამისა, არ შეილახოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და არ შეილახოს გამოხატვის თავისუფლების სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ მედია პლურალისტული გარემო დაირღვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ახლა, ამ მდგომარეობაში საქართველოში, ეს იქნება კატარსტროფა.
tbl.ge/3v7i
დაკოპირდა

თქვა ზვიად ქორიძემ რუსთავი 2 - თან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- რუსთავი 2-ის დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა
- R2-ის ჯგუფისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კურდღელაურში 1 პირი დააკავეს
- რეჟიმმა რუსთავი 2 საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა – საქართველოსთვის
- სანამ ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, გახარიას პარტიის აქტივობებს არ გავაშუქებთ – რუსთავი 2
- შუბლაძე: მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას




