შილდას ღვინის ქარხანა

Euronews: შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews

ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესი მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის საუკეთესოდ დაასახელა. 

შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის პროექტია, რომელსაც სათავო ოფისები თბილისსა და ლონდონში აქვს გახსნილი.

“ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია", - წერს ევრონიუსი.

დანარჩენი 4 ადგილი კი შემდეგმა ნაგებობებმა დაიკავეს:

PAZ არქიტექტურის მიერ შექმნილი Corallo House-ის პროექტი გვატემალაში. აღსანიშანვია, რომ ის გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.


ფოტო: Euronews

რუმინელი არქიტექტორის, სტეფან მანტუს ნამუშევარი Off The Grid Office, რომელმაც თავისი ნამუშევარი შემდეგი სიტყვებით შეაფასა: “ეს არის ჩვენი ბუნებასთან გაერთიანების მუდმივი სურვილის ილუსტრაცია”.


ფოტო: Euronews

WOHA-ს არქიტექტურა, რომელიც რიჩარდ ჰასელსა და ვონ მან სამს ეკუთვნით, იგი სინგაპურში მდებარეობს, დაარსებულია 1994 წელს. ერთ-ერთი მათი ნამუშევარი ParkRoyal-ის სასტუმროა.


ფოტო: Euronews

ტორონტოს ხის კოშკი, რომლის ავტორი აქტიტექტორი კრის პრექტია. ის გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის, კასელის მახლობლად მდეობარეობს.

ფოტო: Euronews

კომენტარები