დევიდ ბოუის შთაგონებით ბარბის თოჯინა შეიქმნა

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მატელმა, დევიდ ბოუის სტილით შთაგონებული საკოლექციო ბარბის თოჯინა შექმნა.

თოჯინა, რომელიც ბოუის პირველი ჰიტის, Space Oditty-ს გამოსვლიდან 50 წლის გასვლისადმია მიძღვნილი, ლეგენდარული მუსიკოსის 70-იანების დასაწყისის ალტერ-ეგოს, ზიგი სტარდასტის იმიჯითაა ინსპირირებული. თოჯინა დევიდ ბოუის არქივთან თანამშრომლობითაა შექმნილი.

თოჯინის ფასი 50 აშშ დოლარი იქნება.

კომენტარები