ფრანკფურტი

ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

"დოიჩე ველე"

გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, სამშენებლო სამუშაოებისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს, რომელიც 500 კილოს იწონის. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

ბომბის აღმოჩენის შემდეგ, ფრანკფურტში ზოოპარკისა და ცენტრალური ბანკის ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა. 16 500 ადამიანს ტერიტორიის დატოვება მოუწია, მათ შორის მოხუცთა თავშესაფრისა და საავადმყოფოს პაციენტებიც არიან.

ქალაქში ფრენები გადაიდო, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ.

კომენტარები