კოპა ამერიკას 2019 წლის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გახდა. "სელესაომ" ტურნირს პარაგვაის ნაკრები გამოთიშა.
მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში პარაგვაელებმა ორი დარტყმა გააფუჭეს, ბრაზილიელებმა - ერთი. ბრაზილიამ სერია 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ბრაზილიის მეტოქე კოლუმბიისა და ჩილეს შეხვედრაში გაირკვევა.