ენგურის ხიდი

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

accent.com.ge

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა. ამის შესახებ sputnik-abkhazia წერს. 

მათი ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვა საქართველოში მიმდინარე აქციებს უკავშირდება. 

"საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რასაც პროვოკაციული ხასიათი აქვს. აქციები ასევე ქალაქ ზუგდიდში ტარდება, რომელიც საზღვართან ახლოს მდებარეობს", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ითვალისწინებს "უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლას საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა შესვლას საქართველოს ტერიტორიაზე“.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად განიხილება. მათი თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

კომენტარები