თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას მისთვის ნასროლი რეზინის ტყვია მიუტანა

რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა 20 ივნისს აქციის დარბევისას გამოყენებული ტყვია მიუტანა და ჰკითხა მას, თუ რატომ გამოიყენეს ტყვია, რომელიც ადამიანისთვის მომაკვდინებელი შეიძლება იყოს. 

"ერთგვარი მტკიცებულებაც მაქვს მე მოტანილი, თქვენ ისაუბრეთ ტყვიაზე. ეს არის ის ტყვია, რომელიც მე მხარში მომხვდა, გულს აცდა და ამიტომ გადავრჩი ასე ვთქვათ. ასევე წაგიკითხავთ რა არის ეს ტყვია და მერე რა თქმა უნდა გადმოგცემთ წყაროებსაც, რომ გაეცნოთ. აქ წერია, "ახლო დისტანციიდან ამ ტყვიის სროლა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური შედეგი. არ გამოიყენოთ ადამიანების წინააღმდეგ. ასევე ქართულ ვერსიებშიც არის ეს ყველაფერი ნათარგმნი, რომ შეუძლია გამოიწვიოს სამიზნის დაზიანება ან სიკვდილი, ნარინჯისფერი ტყვია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი ამ ანალოგებს შორის ყველაზე ძლიერია. 

მე, ბატონო მინისტრო, ვიყავი 20 ივნისის აქციაზე, როგორც ჟურნალისტი. მე ხელში არ მჭერია არანაირი იარაღი. ერთადერთი მეკავა მიკროფონი. არც აგრესიაზე გადავსულვარ სპეცრაზმის წინააღმდეგ. მე ვიდექი და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ გვესროლეთ აი ეს ტყვიები, რომლებიც ადამიანების სიკვდილს იწვევს. რატომ ხართ თქვენ ჯერ კიდევ თქვენს თანამდებობაზე, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ? თქვენ ხომ იცით, რომ საქართველოში ამას არ პატიობენ? რატომ გვესროლეთ ეს ტყვიები, რომლის გამოყენებაც ადამიანების წინააღმდეგ არ შეიძლება? "

კომენტარები