ციმბირში Antonov An-24 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. მათგან 2 დაიღულა და 7 დაშავდა.
თვითმფრინავი დასაფრენ ზოლს გასცდა, შენობას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულებს შორის ერთი პილოტია, ხოლო ყველა მგზავრის ევაკუაცია მანამდე მოხდა, სანამ თვითმფრინავი დაიწვებოდა.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)