კოლუმბია კოპა ამერიკის 1/4-ფინალში გავიდა, არგენტინა მესის პენალტმა გადაარჩნა (ვიდეო)

ბრაზილიაში კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირის პირველი 1/4-ფინალისტი კოლუმბიის ნაკრები გახდა, რომელმაც ჯგუფში ჯერ არგენტინა დაამარცხა, შემდეგ - ყატარი. გამთენიისას, კოლუმბიელებმა ყატარელებს მინიმალური ანგარიშით სძლიეს. ერთადერთი გოლის ავტორი დუვან ზაპატა გახდა:

მოგვიანებით, არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო. "ალბისელესტე" მარცხდებოდა, მაგრამ გუნდს ქულა ლიონელ მესის მიერ ზუსტად შესრულებულმა პენალტმა მოუტანა - 1:1.

კომენტარები