ლგბტ კვირეული

მეუფე პეტრე ვასაძის რაზმებზე: როგორც საერო, ისე კანონიკურ სამართალთან არაფერი აქვს საერთო

როდესაც ადამიანი კარგავს სულიერ ძალას, მაშინ გადადის ფიზიკურზე..უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიწმინდით, ბოროტებას სიკეთით..სასურველია შეიკრიბოს წმიდა სინოდი და მართლმკვეთელობით კრებსითად მიიღოს გადაწყვეტილება ეკლესიის სწავლების თანახმად.

[ვასაძის განცხადებებს] რჯულის კანონთან და კანონიკურ სამართალთან არაფელი აქვს საერთო, ისევე როგორც საერო კანონმდებლობასთან.

თქვა ჭყოონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ტაბულას კითხვის პასუხად. ჩვენ მას ვკითხეთ, როგორ აფასებს ლევან ვასაძის მოწოდებებს ქრისტეს სახელით უკანონო რაზმების შექმნასთან დაკავშირებით და რამდენად მართებულად მიაჩნია ამგვარი განცხადებების გაკეთება. 

კომენტარები