NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები ძალიან მაგრად მიმდინარეობს

სამშაბათი, 11 ივნისი, 2019 - 18:00
tbl.ge/3rcs
დაკოპირდა

თბილისის მერის შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები "ძალიან მაგრად მიმდინარეობს". კახა კალაძემ დღეს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

"პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალებზე მუშაობა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა. ამის დასრულების შემდეგ გადავალთ განშტოებების მოწესრიგებაზე და შემდეგ დაერთდება. სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს აქ მცხოვრებ ადამიანებს. მესმის, აქ არის მტვერი და ხმაური, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების შესრულება. ამას ყველა გაგებით ეკიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტით უკვე ყველა ვიამაყებთ. გამზირი იქნება გალამაზებული და მოწესრიგებული. მასშტაბებსაც ხედავთ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გაბმული, მიწის ქვემოთ ჩავა. წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას უზრუნველყოფს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.

"სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება" - აცხადებს თბილისის მერია.

როგორ მოძრაობს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს, წაიკითხეთ აქ.

კახა კალაძეთბილისის მერია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ და ირანმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს – პაკისტანი
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 01:42

აშშ-მ და ირანმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს – პაკისტანი

ქუთაისში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 23:26

ქუთაისში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ტრამპმა საკუთარ დაბადების დღეზე პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 22:53

ტრამპმა საკუთარ დაბადების დღეზე პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 21:56

სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა

ავლაბარში, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 21:18

ავლაბარში, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში