გიგა ბოკერია

ბოკერია: ვოლსკი, კოპალიანი, მაღრაძე - კომპარტიის წევრები გყავთ, "რეჟიმზე" ვის უკითხავთ მორალს

თქვენ საუბრობთ წარსულზე, „რეჟიმზე“ და „მორალურ უფლებაზე“ - მე მინდა გკითხოთ, კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი, ფაშისტურის გარდა, რომელი იყო კაცობრიობის ისტორიაში? ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაამხო, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ვინც, ბოლოსაც კი, გახრწნის პიკშიც 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის შკრებილი თავისუფალი ადამიანები დაარბია. თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, რომელიც 9 აპრილის მერე კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი იყო, გყავთ ბატონიი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის მერე, გუგული მაღრაძე, პარტკომი იყო ამ ყველაფრის მერე - ვის უკითხავთ მორალს თქვენ?

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მიმართავს უმრავლესობის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები