იაპონია

იაპონიის შრომის მინისტრი: შესაფერისია ქალებს სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ

Reuters

იაპონიის შრომის და ჯანმრთელობის მინისტრმა ტაკუმი ნემოტომ თქვა, რომ "აუცილებელი და შესაფერისია", რომ ქალებს სამუშაო ადგილას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ.

"ეს სოციალურად მიღებული პრაქტიკაა, რომელიც პროფესიულად აუცილებელი და შესაფერისია." თქვა მან.

მან მედიასთან ამ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ქალების ჯგუფმა ამ პრაქტიკის საწინააღმეგო პეტიცია შეადგინა.

მათ სურთ მთავრობამ აუკრძალოს დამსაქმებლებს ქალებისათვის სამუშაო ადგილას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების მოთხოვნა.

კამპანიას #KuToo-ს სახელით მოიხსენიებენ, რადგან იაპონური სიტყვა კუცუ ფეხსაცმელს ნიშნავს, ხოლო სიტყვა კუცუუ ტკივილს. ის ასევე ეხმაურება გლობალურ მოძრობას #MeToo, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იბრძვის.

კამპანიის მხარდამჭერები ამბობენ, რომ იაპონიაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას ქალს თითქმის ყველა სამსახურში სთხოვენ.

კომენტარები